3 დღიანი ტრეინინგ–სემინარი ქუთაისის უნივერსიტეტში

3 დღიანი ტრეინინგ–სემინარი ქუთაისის უნივერსიტეტში

ევროკავშირის „Tempus“ პროგრამის „PEOPLE“ -ის პროექტის ფარგლებში ამა წლის 22 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, დილის 10:00 სთ–დან 17:30 სთ–მდე, ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება 3 დღიანი ტრეინინგ-სემინარი შემდეგ თემებზე:

1. ადამიანური რესურსების მართვა;

2. პერსონალის შერჩევა;

3. ახალი თანამშრომლის სამუშაო გარემოში ინტეგრაცია;

4. შესრულებული სამუშაოს შეფასების მეთოდები;

5. პერსონალის მოტივაცია & განვითარება;

6. კომუნიკაცია და გუნდის მართვა;

7. კონფლიქტები;

8. დროის მენეჯმენტი;

9. ორგანიზაციული სტრუქტურა და ცვლილებების მენეჯმენტი;

10. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი.

ტრეინინგ-სემინარის ორგანიზატორები არიან აღნიშნული პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები – ქუთაისის უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ტრეინინგზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერი უნივერსიტეტის და საჯარო დაწესებულების თანამშრომლებს, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვის და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის საკითხებით არიან დაინტერესებულნი.

ტრეინინგ-სემინარის დეტალური დღის წესრიგი წარმოდგენილია ქუთაისის უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე www.unik.edu.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია