"ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე გამარჯვება - გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:0 დაამარცხეს

"ბორჯღალოსნების" ბრწყინვალე გამარჯვება - გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:0 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში გერმანია ანგარიშით 64:0 დაამარცხა. თამაში ქალაქ ოფენბახში გაიმართა.

პირველ ტაიმში ლელო გიორგი კვესელაძემ, სანდრო თოდუამ და ლევან ჩილაჩავამ დადეს, ხოლო ლაშა წიკლაურმა სამიდან ორი გარდასახვა გამოიყენა.

მეორე ტაიმში მასპინძელთა გუნდმა ვეღარ შეძლო ჩვენი გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა, შედეგად საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 7 ლელო დადო (ანტონ ფეიქრიშვილმა, მიხეილ გაჩეჩილაძემ, კვესელაძემ - 2, ოთარ გიორგაძემ, ზურაბ ჟვანიამ, ლაშა ხმალაძემ), წიკლაურმა კი 7-დან 6 გარდასახვა ზუსტად შეასრულა და შეხვედრა 64:0 დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 3 მარტს, თბილისში, ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი