ავტორი:

"რომ დაინიშნოს ნიუ-იორკი-მესტიის რეისი, იმდენი თანხა შემოვა, რომ შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის შეღავათიან ფასად შეთავაზება"- რა პრობლემებია ავიასექტორში?

"რომ დაინიშნოს ნიუ-იორკი-მესტიის რეისი, იმდენი თანხა შემოვა, რომ შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის შეღავათიან ფასად შეთავაზება"- რა პრობლემებია ავიასექტორში?

"სუბსიდირება არ არის გამაჯანსაღებელი ბიზნესისთვის“, - ასე ეხმაურება შიდა ფრენების სუბსიდირებას "პალიტრანიუსისა" და რადიო "პალიტრას" გადაცემაში "საქმე“ HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა.

  • როგორც მან აღნიშნა, ავიასექტორი საქართველოში უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი, რადგან მხოლოდ სუბსიდიებით განვითარების მიღწევა შეუძლებელია.

"სუბსიდირებით არც ერთ კომპანიას არ ეყოფა თანხა, რომ ყოველთვის მოხდეს ხარჯების დაფარვა. ერთადერთი შეიძლება გავამართლო სუბსიდირება რეგიონებისთვის, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: მესტია, ამბროლაური, სვანეთის და სხვები, სადაც ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება რთულია“, - აღნიშნა გიორგი კოდუამ.

როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე შიდა ფრენებისთვის საკმარისი რაოდენობის მგზავრი არ არის ბაზარზე. საჭიროა განვითარდეს თბილისი და მას მიებას შემდეგ რეგიონები.

კოდუას აზრით, მაგალითისთვის, შეიძლება დაინიშნოს ნიუ-იორკი - ამბროლაურის, ან ნიუ-იორკი - მესტიის მიმართულებით ფრენები, საიდანაც იმ რაოდენობის თანხა შემოვა, რომ შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ბილეთის შეღავათიან ფასად შეთავაზება.

"თბილისი უნდა იყოს კავკასიის დედაქალაქი, უნდა გავაძლიეროთ და მივაბათ რეგიონული რეისები. აღარ იქნება სუბსიდირება საჭირო შემდეგ იმიტომ, რომ ძლიერი იქნებოდა ავიაკომპანია. ქვეყნის შიგნით არ არის საკმარისი მგზავრი, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თანხები გადაყრილია და არასწორად არის მიმართული. უფრო კარგი იქნება, რომ ბიზნესს მივენდოთ და ჯანსაღი ბიზნეს მოდელი ჩამოვაყალიბოთ“, - განაცხადა კოდუამ...წაიკითხეთ ასევე