"პოლონეთის ტერიტორიაზე ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსების შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია საპასუხო ზომებს მიიღებს", - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"სამხედროები, რა თქმა უნდა, ასეთი გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სიტუაციას გააანალიზებენ და ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საპასუხო ნაბიჯს გადადგამენ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
ასევე, კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ კიევისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარება ბრძოლის ველზე სიტუაციას ვერ შეცვლის.
"ეს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას ვერ შეცვლის. რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ, თავიანთ პოზიციებს აუმჯობესებენ. დინამიკა ყველასთვის გასაგებია“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.