ავტორი:

24 წლის შემდეგ გახსნილი სასტიკი მკვლელობა - დანაშაული გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე აღიარა ქალმა, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა

24 წლის შემდეგ გახსნილი სასტიკი მკვლელობა - დანაშაული გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე აღიარა ქალმა, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა

დასავლეთ ვირჯინიაში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმე 24 წლის შემდეგ გაიხსნა - მკვლელმა დანაშაული სიკვდილის წინ აღიარა. ლარი უების თქმით, 2000 წელს სასიკვდილოდ დაჭრა სიუზან კარტერი და მისი 10 წლის ქალიშვილი, ნატაშა.

  • როგორც ცნობილია, იმ დროს კარტერების ოჯახი უების სახლში ცხოვრობდა. დანაშაულის მოტივი კი ფული გახდა - ლარი ამტკიცებდა, რომ სახლიდან დიდი რაოდენობით თანხა გაუჩინარდა და ამაში სიუზანს ადანაშაულებდა. შეკამათების დროს მან ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი მოკლა, გვამები ჯერ სახლში დამალა, ორი დღის შემდეგ კი ტყეში წაიღო და დამარხა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი იყო.

ლარი უეიბი საქმეში ეჭვმიტანილ იყო, თუმცა პოლიციას მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულება არ აღმოაჩნდა. მას ბრალი მხოლოდ 2023 წელს წაუყენეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. იგი ბოლო პერიოდი მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

ნატაშა კარტერი

უეიბთან გასაუბრება გამომძიებელმა შეძლო. სწორედ მაშინ აღიარა მან დანაშაული და დეტალურად აღწერა მომხდარი და ცხედრების ადგილმდებარეობა. იგი მონტგომერის გენერალურ საავადმყოფოში, ორშაბათს გარდაიცვალა.

ლარი უები

მოგვიანებით, პოლიციამ სიუზან და ნატაშა კარტერების ცხედრები იპოვა. ოჯახი გარდაცვლილების დაკრძალვას მალე შეძლებს. სიუზანის ქმარმა რიკ ლაფერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,რომ ცოლ-შვილის პოვნის იმედი არასდროს დაუკარგავს:

"უბრალოდ არასოდეს დანებდე. არასოდეს დაკარგოთ თქვენი შვილის პოვნის იმედი" - თქვა მან.

წყარო: CNN