ავტორი:

გაუჩინარებული ყოფილი ცოლი, ჩუმად გადახდილი იუბილე საფრანგეთში და დროსტარებაში დახარჯული მილიონები - რა არის ცნობილი პუტინის მექრთამე ჩინოვნიკზე, რომელიც დააკავეს

გაუჩინარებული ყოფილი ცოლი, ჩუმად გადახდილი იუბილე საფრანგეთში და დროსტარებაში დახარჯული მილიონები - რა არის ცნობილი პუტინის მექრთამე ჩინოვნიკზე, რომელიც დააკავეს

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა კომიტეტმა გაავრცელა.

49 წლის ივანოვი 1999-2012 წლებში საწვავის და ენერგეტიკული კომპლექსის საწარმოებში მუშაობდა, შემდეგ - მოსკოვის რეგიონის მთავრობაში.

2013 წლიდან 2016 წლამდე Oboronstroy-ს გენერალურ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2016 წლის მაისში კი ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ტიმურ ივანოვი პასუხისმგებელი გახლდათ ჯარების საცხოვრებლისა და სამინისტროს ობიექტების მშენებლობაზე, ასევე ამ შენობების რემონტზე. ის აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ არის სანქცირებული.

გაუჩინარებული ყოფილი ცოლი და ივანოვის მილიონები

"ტიმურ ივანოვის ყოფილი მეუღლე სვეტლანა ზახაროვა გაუჩინარდა" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული მედია. როგორც წერენ, ივანოვის დაკავება შეუძლებელი იყო პუტინის პირადი თანხმობის გარეშე.

ახლა რუსები წერენ, რომ პოლიტიკოსი არც ისე პატიოსანი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ჰყავდა 50 წლის მეუღლე სვეტლანა ზახაროვა მანიოვიჩი (ქალი პირველი ქმრის გვარს ატარებს), რომელსაც ჩინოვნიკი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაშორდა.

"სვეტლანას შენარჩუნებისთვის თანამდებობის პირს თვეში მინიმუმ 50 000 ათასი აშშ დოლარი სჭირდებოდა“ - წერს მედია და დასძენს, რომ ქალი მოსკოვში ცნობილია ძვირადღირებული ნივთებისა და გრანდიოზული წვეულებების სიყვარულით.

  • თუ ამ ვერსიას დავუჯერებთ, შესაძლოა, ვილების, იახტებისა და ძვირადღირებული უძრავი ქონების ქირაობისთვის თანხა, ასევე ანტიკვარიატისა და ბრენდირებული ტანსაცმლის შეძენა მინისტრის მოადგილეს ასიათასობით დოლარი უჯდებოდა, რასაც ოფიციალური ხელფასით ცხადია, ვერ მოახერხებდა.

"ტიმურ ივანოვი, ალბათ, ყველაზე მომხიბვლელი სამხედრო კაცია რუსეთში. ომის დაწყებამდე ის და მისი მაშინდელი მეუღლე სვეტლანა მანიოვიჩი ხშირად ისვენებდნენ სენ-ტროპეში. ათი წლის წინანდელ ფოტოზე კაცი საკუთარ Rolls Royce-ს ატარებს, რომლის ღირებულებაც 120 000 ევროა და სვეტლანა საფრანგეთის რივიერაზე სასეირნოდ მიჰყავს" - წერს მედია.

გავრცელებული ინფორმაციით, ივანოვი პროდასავლური ადამიანია და მიუხედავად იმისა, რომ მას, როგორც სამხედრო პირს, ნატოს ქვეყნებში მოგზაურობა ეკრძალებოდა, რატომღაც მოახერხა დაბადების დღე საფრანგეთში გადაეხადა.

დაშორება ქონების შენარჩუნების მიზნით

წყვილი ოფიციალურად 2022 წლის ივნისში დაშორდა, უკრაინაში ომის დაწყებიდან მალე. მედია წერს, რომ რუსეთის მთავრობას ივანოვის შესახებ მასალების შეგროვებისთვის ხუთი წელი დასჭირდა. თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, თავადაც იცოდა რას უპირებდნენ და შესაძლოა, წყვილი იმიტომ განქორწინდა, რომ ქონება ყოფილი ცოლის სახელზე გადაეფორმებინა.

ერთ-ერთი ვერსიით, ივანოვს ისრაელის მოქალაქეობა აქვს და პირველი ქორწინებიდან შეძენილმა შვილებმა რუსეთი დატოვეს. მისი ვაჟი მობილიზაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე წავიდა ინგლისში სასწავლებლად, ხოლო დაკავებულის გოგონა საფრანგეთში ცხოვრობს.

ივანოვი საყვარელ ცოლთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში მდიდრულად ცხოვრობდა. ჟურნალისტებმა რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნეს მასალა, სადაც ეწერა, რომ ევროპაში ვილის დაქირავება თვეში 120 ათასი ევრო უჯდებოდა, იახტის ქირა - თვეში 90 ათასი ევრო, დაბადების დღის წვეულებების ორგანიზებისთვის კი 11 ათასი ევროს იხდიდა. წყვილი ასევე ყიდულობდა ანტიკვარიატსა და ძვირადღირებული ბრენდების ნივთებს.

2016 წელს კაცმა მეუღლის დაბადების დღე სენ-ტროპეში, იახტ კლუბში აღნიშნა. საღამოზე მღეროდნენ რუსი ვარსკვლავები, მათ შორის იყო ვალერი მელაძე. ჩინოვნიკის ცოლის სოციალური ქსელები სავსეა ფოტოებით კურშეველში გატარებული მდიდრული არდადეგებიდან, აფრიკის ეგზოტიკური ტურებიდან და სენ-ტროპეს მოდური ბუტიკების გახსნის ცერემონიიდან. 2019 წლის ივნისში რუსულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ივანოვების ოჯახი ასობით მილიონი რუბლის ღირებულების ძვირადღირებულ უძრავ ქონებას მალავდა. მინისტრის მოადგილემ მაშინ ეს ინფორმაცია კომენტარის გარეშე დატოვა.

ყოფილი ქმრის დაკავების შემდეგ სვეტლანას ახლობლები და მეგობრები მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ქალიც დააკავონ.

"ინსტაგრამზე" სვეტლანას პროფილი ძველებურად იძებნება, თუმცა როგორც გამოქვეყნებული პოსტებიდან ჩანს, 2020 წლის შემდეგ აღარ აქტიურობს. მიუხედავად იმის, რომ ქმარს 2020 წელს დაშორდა, საერთო ფოტოები სოციალური ქსელიდან არ წაუშლია. უკანასკნელ პოსტში კი ინგლისურად წერს:

"ვიდრე ისევ ნორმალურ ადამიანად გახდომას ჩქარობ, გირჩევნია ეს დრო იმის გასაგებად გამოიყენო, თუ ამ "ნორმალურობის" რომელი ნაწილის დაბრუნება გინდა...".

წყარო: thesun