ავტორი:

ბოლო წლების ყველაზე სასტიკი თავდასხმა ამერიკელ სამართალდამცავებზე - დაკავებისას ეჭვმიტანილმა ცეცხლი გახსნა: "დღეს ჩვენ რამდენიმე გმირი დავკარგეთ"

ბოლო წლების ყველაზე სასტიკი თავდასხმა ამერიკელ სამართალდამცავებზე - დაკავებისას ეჭვმიტანილმა ცეცხლი გახსნა: "დღეს ჩვენ რამდენიმე გმირი დავკარგეთ"

ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ შარლოტაში ეჭვმიტანილის დაკავებისას ოთხი სამართალდამცავი მოკლეს, ოთხი კი დაჭრეს.

პოლიციამ განაცხადა, რომ სავარაუდო თავდამსხმელი, დაპირისპირების შემდეგ, ბარიკადებიანი სახლის წინა ეზოში გარდაცვლილი იპოვეს. ეს ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ს სამართალდამცავებზე განხორციელებულ თავდასხმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი იყო.

მაშინ, როდესაც პოლიცია მამაკაცის დაკავებას ცდილობდა, ეჭვმიტანილმა მათ ცეცხლი გაუხსნა, რაზეც ოფიცრებმა საპასუხო სროლა განახორციელეს.

"დღეს ჩვენ რამდენიმე გმირი დავკარგეთ, რომლებიც ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას ცდილობდნენ",- განაცხადა პოლიციის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ინციდენტში ერთზე მეტი თავდამსხმელი მონაწილეობდა. როგორც პოლიციამ დააზუსტა, გარდაცვლილი ეჭვმიტანილი 39 წლის ტერი კლარკ ჰიუზ უმცროსია, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისთვის იძებნებოდა.

მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა შარლოტას მერმა ვი ლაილსმა და დასძინა, რომ ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსაც ესაუბრა, რომელმაც საზოგადოებას თანაგრძნობა გამოუცხადა და იარაღის პოლიტიკის გამკაცრების კიდევ ერთი ბრძანება გასცა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა