ავტორი:

"იაპონია, ინდოეთი, ჩინეთი და რუსეთი ქსენოფობიური ქვეყნები არიან, მათ მიგრანტების მიღება არ სურთ" - ბაიდენი

"იაპონია, ინდოეთი, ჩინეთი და რუსეთი ქსენოფობიური ქვეყნები არიან, მათ მიგრანტების მიღება არ სურთ" - ბაიდენი

ჯო ბაიდენმა იაპონიას, ინდოეთს, ჩინეთსა და რუსეთს „ქსენოფობიური“ ქვეყნები უწოდა, რომლებიც მიგრანტებს არ მიესალმებიან.

ფონდების მოძიების ღონისძიებაზე, სადაც დონორ აუდიტორიას ძირითადად აზიელი წარმოშობის ამერიკელები შეადგენდნენ, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მომავალი არჩევნები ეხება „თავისუფლებას, ამერიკასა და დემოკრატიას“ და რომ ერის ეკონომიკა სწორედ მათი და მრავალი სხვა მათი მსგავსის დამსახურებით ყვავდება.

"რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მივესალმებით იმიგრანტებს. ნახეთ, დაფიქრდით, რატომ ფერხდება ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით? რატომ აქვს პრობლემები იაპონიას? რუსეთს? ინდოეთს? იმიტომ რომ ისინი ქსენოფობიური ქვეყნები არიან. მათ არ სურთ იმიგრანტები“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, მიგრანტები აშშ-ს აძლიერებენ.

"იმიგრანტები არიან ისინი, რაც გვაძლიერებს. ეს არ არის ხუმრობა. ეს არ არის ჰიპერბოლა, რადგან გვყავს მუშების ნაკადი, რომლებსაც სურთ აქ ყოფნა და წვლილის შეტანა“, - აღნიშნა ბაიდენმა.