ავტორი:

"წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში...” - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ავტომობილით მდინარეში გადავარდნენ

"წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში...” - ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც ავტომობილით მდინარეში გადავარდნენ

სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ამის შესახებ ambebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, სადაც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარეში გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

  • ახალგაზრდები, რომლებსაც ამ დრომდე ეძებენ, არიან ეკა და გიორგი ვიბლიანები, ასევე საბა გვარმიანი.

"წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა სვანეთში...სამი ახალგაზრდა ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მდინარე ნაკრაში გადავარდნენ და ტალღებმა გაიტაცა ავტომობილიანად ენგურისკენ...

მაშველები ამ დრომდე ეძებენ...სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ნაკრელებს, მთელს სვანეთს... უდიდესი დანაკლისია ყველასთვის!" - წერს "სვანეთინიუსი".