ავტორი:

"სოლიდარობა სტუდენტებს - თბილისიდან აშშ-ის კამპუსებამდე - ისინი სახელმწიფოს ძალადობრივ რეპრესიებს წინააღმდეგობას უწევენ" - Massive Attack

"სოლიდარობა სტუდენტებს - თბილისიდან აშშ-ის კამპუსებამდე - ისინი სახელმწიფოს ძალადობრივ რეპრესიებს წინააღმდეგობას უწევენ" - Massive Attack

Black Sea Arena-ს 2-წლიანი კამპანიის - Starring Georgia-ს ფარგლებში Massive Attack-ის კონცერტის გამართვა იგეგმება. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შემდეგ ბრიტანული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, რომ მათი მენეჯერი შეისწავლის საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და აქედან გამომდინარე, ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას და "შესაბამისად იმოქმედებს". განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მათ საქართველოს მოქალაქეებმა მიმართეს.

  • "სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით საქართველოში ადგილზე რა ხდება, თუმცა თუ ჩვენ გავარკვიეთ, რომ სიტუაცია ისეთია, როგორსაც თქვენ აღწერთ, აუცილებლად "ვიმოქმედებთ" – წერდა Massive Attack-ის წევრი. ჯგუფის კონცერტი 28 ივლისს არის დაგეგმილი.

ამჟამად ჯგუფმა X-ზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერენ. რამდენიმე კამპუსში კი აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. დაკავებულია ასეულობით სტუდენტი.

"სოლიდარობა სტუდენტებს - თბილისიდან აშშ-ის კამპუსებამდე - რომლებიც სახელმწიფოს ძალადობრივ რეპრესიებს წინააღმდეგობას უწევენ" - წერია განცხადებაში.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr"><a href="https://twitter.com/hashtag/solidarity?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#solidarity</a> with students - from Tbilisi to the US campuses - resisting violent state repression. <a href="https://t.co/TtUznLreb8">pic.twitter.com/TtUznLreb8</a></p>&mdash; Massive Attack (@MassiveAttackUK) <a href="https://twitter.com/MassiveAttackUK/status/1786291097523626137?ref_src=twsrc%5Etfw">May 3, 2024</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცნობისთვის, ამერიკის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. რამდენიმე კამპუსში კი აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. დაკავებულია ასეულობით სტუდენტი.