ავტორი:

"ხარება" შენ სისხლს დავლევ, მე თუ ეს შეგარჩინო! შვილი როგორ მიცემეთ" - რას წერს ვანო ნადირაძე?

"ხარება" შენ სისხლს დავლევ, მე თუ ეს შეგარჩინო! შვილი როგორ მიცემეთ" - რას წერს ვანო ნადირაძე?

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში მიმდინარე აქციისას მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის მომხდარში სპეცრაზმის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს ადანაშაულებს. ასევე მადლობას უხდის პოლიციას, რომელმაც ნადირაძის ინფორმაციით, მისი შვილი კლინიკაში გადაიყვანა.

"ხარება" შენ სისხლს დავლევ, მე თუ ეს შეგარჩინო!!! შვილი როგორ მიცემეთ იმის გამო, რომ ჩემი შვილი იყო პირადად შენი მითითებით!! იცი და მიცნობ რისი გამკეთებელიც ვარ, ხალხის არა, ახლა უკვე მარტო ჩემი გეშინოდეს, შენ კი არა, ილია კივა ვიპოვნეთ მოსკოვში, ყველაზე დაცულ რეზიდენციაში.

ჩრდილოეთ კორეში რომ გაიქცე, იქაც გიპოვი, დამთავრებული ხარ. თან გაძარცვეთ.

დუშეთის პოლიცია მადლობა, მადლობა იმ საპატრულოს ეკიპაჟს, ვინც ჩემი შვილი გადაიყვანა საავადმყოფოში და იზოლატორში, თქვენ პირიქით პატივისცემა ჩემგან", - წერს ნადირაძე.

"მთავარ არხთან" საუბარში ნადირაძე განმარტავს, რომ შემთხვევა პირველ მაისს იმ დროს მოხდა, როცა თავისუფლების მოედანზე მანქანას აჩერებდა.

"არც კი იყო მისული პროტესტის ადგილამდე, მიესია ბანდა, ხარებას თამადობით, ხარებაც უშუალოდ იქ იყო. მხოლოდ და მხოლოდ სასტიკად იმის გამო სცემეს, რომ ჩემი შვილი იყო. რის შედეგადაც, უკვე მძიმე მდგომარეობაში, ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ დუშეთის რაიონის იზოლატორში" - ამბობს ნადირაძე.