ავტორი:

2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარედ აქციაზე სამართალდამცავებმა 23 პირი დააკავეს

2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარედ აქციაზე სამართალდამცავებმა 23 პირი დააკავეს

2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარედ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 23 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს თანამშრომლებმა გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე 23 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ინფორმაციისთვის, 2 მაისს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია გმირთა მოედანზე გაიმართა.

გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათით პარალიზებული იყო.