ავტორი:

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მოქალაქეები აქციას მართავენ

რა ვითარებაა პარლამენტთან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მოქალაქეები აქციას მართავენ

პარლამენტის წინ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ, მოქალაქეები აქციას მართავენ.

აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათიდან იკრიბებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დღეს ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ. იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც.

ამასთან, აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია თბილისში, სასტუმრო “პარაგრაფთანაც” მიმდინარეობს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მასაცუგუ ასაკავას ხვდებიან.