ავტორი:

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით საქართველოს რამდენიმე ქალაქში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ქუთაისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და მოქალაქეებს შეერთებისკენ მოუწოდებენ. ისინი თავდაპირველად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც "ქართული ოცნების” ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.

"თავისუფლებასთან წააგებთ!“ "რუსებო, მონებო“ - ასე მიმართავენ ისინი "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

  • "ფაზისი არასოდეს იქნება რუსული“ , "მდუმარება უმოქმედობას არ ნიშნავს“, - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით ფოთში მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სიმბოლურად 8 აგვისტოს მემორიალთან შეიკრიბნენ და სანთლები დაანთეს, მოგვიანებით კი, 9 აპრილის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს.

მათი განცხადებით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

"რამდენიმე დღეა, რაც ფოთში დავიწყეთ საპროტესტო აქცია. ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, ვიბრძვით ჩვენი ევროპული მომავლისთვის. გადავწყვიტეთ მდუმარე აქცია მოგვეწყო და პატივი მიგვეგო 8 აგვისტოს და 9 აპრილს დაღუპულთათვის, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და ამისთვის სიცოცხლე გასწირეს. ასევე, ვუერთდებით დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს“,- განაცხადა აქციის მონაწილე ანა კუბეციამ.

ასევე იხილეთ: